მწვანე ტექნოლოგიები
Volts-ს მიზანია მდგრადი განვითარების შესახებ ცნობიერების ამაღლება და მომხმარებლებისთვის მწვანე ტექნოლოგიების შეთავაზება. ჩვენ ვამაყობთ მწვანე ტექნოლოგიების გამოყენებითა და მომხმარებლისთვის აღნიშნული მომსახურების შეთავაზების შესაძლებლობით. Volts-ი მწვანე მომავლისთვის-მდგრადი და ენერგოეფექტური გადაწყვეტილებების მიწოდებაში ვოლტსი მოწინავე პოზიციაზეა. გვსურს დავნერგოთ მწვანე ტექნოლოგიები, რომლებიც მომხმარებელს შესაძლებლობას მისცემს გააკეთოს ეკოლოგიურად სწორი არჩევანი. მწვანე ტექნოლოგიების, ელექტრომობილებისა და მზის პანელებისა ინტეგრირებით, ხარჯების გრძელვადიან დაზოგვასა და დამოუკიდებელი ენერგიის მიღებას გთავაზობთ. ჩვენი ექსპერტიზა ორ ძირითად სფეროს მოიცავს:
მწვანე პლანეტა
Volts-ს მზის პანელების საშუალებით ელექტროენერგიის მიღება შეგიძლიათ. ჩვენ გთავაზობთ ექსპერტთა კონსულტაციას, პროექტირებასა და მზის ფოტოელექტრული სისტემების (PV) მონტაჟს: საცხოვრებელი, კომერციული და სამრეწველო აპლიკაციებისთვის. Volts-ს მზის პანელების საშუალებით ელექტროენერგიის მიღება შეგიძლიათ. ჩვენ გთავაზობთ ექსპერტთა კონსულტაციას, პროექტირებასა და მზის ფოტოელექტრული სისტემების (PV) მონტაჟს: საცხოვრებელი, კომერციული და სამრეწველო აპლიკაციებისთვის. ვოლტსის მზის პანელები ეფექტურად გარდაქმნის მზის შუქს სუფთა და განახლებად ენერგიად, რაც ელექტროენერგიის მიღების ტრადიციულ წყაროებზე დამოკიდებულებას მნიშვნელოვნად ამცირებს. ენერგიის გამომუშავების ოპტიმიზაციაზე და გარემოზე ზემოქმედების მინიმალიზაციაზე ფოკუსირებით, ჩვენი მზის პანელების დანადგარები ელექტროენერგიის საიმედო და მდგრად წყაროს გთავაზობენ, რაც მდგრადი პლანეტის განვითარებაში მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს.
ენერგო საშუალებების ოპტიმიზაცია
ელექტრო სატრანსპორტო საშუალებების პოპულარობასთან ერთად ელექტრომობილების დამუხტვის აუცილებლობა გაჩნდა. ვოლტსი გთავაზობთ ელექტრომობილების დამტენი ინფრასტრუქტურის დიზაინსა და მონტაჟს, საცხოვრებელ, კომერციულ და საზოგადოებრივ სივრცეებს. ჩვენი ელექტრომობილების დამტენი სადგურები აღჭურვილია უახლესი ტექნოლოგიით, რაც უზრუნველყოფს ელექტრო მანქანების სწრაფ და ეფექტურ დამუხტვას.